ივანიშვილი მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის იყენებს ხალხს, დღეს მისი ბანდფორმირება საბოლოოდ დაშლილია, ამიტომ 4 ოქტომბერს მშვიდობიანად უნდა დავამხოთ ეს რეჟიმი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“აბსოლუტურად ჩამოშლილია ივანიშვილის ბანდფორმირება, არანაირი გუნდი არ არსებობს. ორ თვეში მოინელეს ოხანაშვილი. იქ ბაჩიაშვილის საქმე შეეტენა, ვერ გააკეთა. ჩემი მეგობარი, ლაშა ცანავა დაიჭირეს, რომელმაც გამოააშკარავა, რომ სუსი ცდილობდა მის გადაბირებას და ანრიმ ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს. ასე იცის ივანიშვილმა, ერთჯერადი მოხმარების საგნები არიან მისთვის ისინი, მე ვიძახდი ამას როცა დანიშნეს ოხანაშვილი და ორ თვეში მოხსნეს, გადააგდო ივანიშვილმა როგორც ნახმარი ნივთი, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის გუნდი თუ რაც არის, აღარ არსებობს, არანაირი ძლევამოსილება, არანაირ არაფერზე არ დგას ივანიშვილი და ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ხალხი ძალიან მალე გავისტუმროთ, ამისთვის არის 4 ოქტომბერი, პაატა ბურჭულაძის ინიციატივა. მშვიდობიანი დამხობა რეჟიმს!” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.