უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ მზადაა ტერიტორიული საკითხები რუს ვლადიმირ პუტინთან განიხილოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერგეი კისლიცამ, NBC News-ს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ზელენსკი ამ საკითხებში ხელმძღვანელობს როგორც უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, ასევე საზოგადოებრივი აზრით.
„პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან მკაფიოდ აცხადებს და ის ხელმძღვანელობს როგორც უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, ასევე საზოგადოებრივი აზრით, ხოლო საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი ტერიტორიის მშვიდობაზე გაცვლას. ეს პოზიცია იყო მკაფიოდ გაცხადებული ვაშინგტონში. თუმცა ტერიტორიულ საკითხებზე როდესაც ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ მზადაა, პრეზიდენტ პუტინთან დაჯდეს და განიხილოს. ტერიტორიულ საკითხზე საუბრის დასაწყისი ახლა არსებული შეხების ხაზია“, – განაცხადა კისლიცამ.