ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა თანამდებობა დატოვა ისრაელის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებული უთანხმოების შემდეგ.
პარასკევს ქვეყნის პარლამენტმა ქალაქ ღაზაზე ახალი შეტევის გამო ისრაელის წინააღმდეგ მის მიერ მოთხოვნილ მკაცრ სანქციებს მხარი არ დაუჭირა.
ველდკამპის გადაწყვეტილების შემდეგ ნიდერლანდების დროებითი მთავრობა მისი პარტიის „ახალი სოციალური კონტრაქტის“ წევრებმაც დატოვეს.
ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ რიგი მინისტრის თანამდებობებიდან გადადგომას გავლენა არ ექნება ნიდერლანდების შიდა პოლიტიკაზე, რადგან მმართველ კოალიციას აქამდე უმრავლესობა არ ჰყავდა.
ახლა მთავრობას, რომელსაც უპარტიო პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი ხელმძღვანელობს, მხოლოდ მემარჯვენე ლიბერალური „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სახალხო პარტია“ და მემარჯვენე პოპულისტური „ფერმერთა და მოქალაქეთა მოძრაობა“ დარჩა.