რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ კრემლის მეთაური ვლადიმირ პუტინი მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, „თუ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება დამუშავებული“.
„პუტინი მზადაა ზელენსკისთან შესახვედრად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება დამუშავებული...
... რუსეთი მხარს უჭერს 2022 წელს სტამბოლში შეთანხმებულ უსაფრთხოების გარანტიების პრინციპებს; ყველაფერი დანარჩენი უპერსპექტივო მცდელობაა,“ - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი ამტკიცებს, რომ კიევს სურს ტრამპის მიერ კონფლიქტის მოგვარების მცდელობებისთვის ძირის გამოთხრა.
მან ასევე დასძინა, რომ ევროპა უკრაინის ტერიტორიაზე უცხოურ ჩარევას სვთავაზობს და ეს „მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“.