ავღანეთის ჰერატის პროვინციაში, ირანიდან მიმავალი ავტობუსი მოტოციკლსა და საწვავის ავზს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Independent ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
დაღუპულთა შორის 19 ბავშვია. დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი.
სამმაგი შეჯახების შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი სამხედრო ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცხედრების უმეტესობა იმდენად ძალიან იყო დამწვარი, რომ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.