ღაზაში ისრაელის ოპერაცია ორივე ხალხს კატასტროფამდე მიიყვანს., - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
მან ეს საკითხი ტელეფონით განიხილა იორდანიის მეფე აბდულა II-სთან და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან.
„ჩვენ ვიზიარებთ იმ რწმენას, რომ ისრაელის მიერ ღაზაზე მომზადებულმა სამხედრო შეტევა, შესაძლოა, ორივე ხალხი რეალურ კატასტროფამდე მიიყვანოს და რეგიონი მუდმივ ომში ჩაითრიოს“, - განაცხადა მაკრონმა.
პრეზიდენტმა დაასახელა ის ზომები, რომლებიც მან არაბ პარტნიორებთან განიხილა და რომლებიც, მათი აზრით, ომის დასრულებას შეძლებდა: მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მასიური მიწოდება, ჰამასის დაჯგუფების განიარაღება და ღაზაში პალესტინის ეროვნული ხელისუფლების (PNA) გაძლიერება.
ამ მიზნების მისაღწევად, ეგვიპტესთან, იორდანიასთან და ყველა რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, მაკრონი მიიჩნევს, რომ „აუცილებელია ღაზაში სიტუაციის საერთაშორისო სტაბილიზაციის მისიის განხორციელება. მისივე თქმით, საჭიროა, პოლიტიკურ გადაწყვეტაზე მუშაობა, რომელიც დააკმაყოფილებს ორივე ხალხის, როგორც ისრაელის, ასევე პალესტინელი ხალხის, მისწრაფებებს“.
„საფრანგეთი, საუდის არაბეთთან ერთად, სექტემბერში ნიუ იორკში გამართავს კონფერენციას ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შესახებ, რათა წინ წავიდნენ ამ გზაზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ ღაზის სექტორში შეტევის დაწყებამდე უახლოეს დღეებში 60 000 რეზერვისტის გამოძახება იგეგმება.