აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრას ალასკაში „ძალის დემონსტრირებას“ უწოდებს.
„ალასკა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ძალის დემონსტრირება იყო. მან პრეზიდენტი პუტინი მიიწვია მიწაზე, რომელიც ოდესღაც რუსებს ეკუთვნოდათ. მან უზარმაზარი სამხედრო ტექნიკა აჩვენა და შემდეგ საჰაერო შოუ მოაწყო. „ეს იგივე იყო, რაც სახლში შენი ურჩი მეზობელი მოიწვიო და იარაღის სეიფი აჩვენო“, - თქვა ბესენტმა.
ბესენტმა განაცხადა, რომ შემდეგ ზელენსკის გუნდთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ გაიმართა რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა. ასევე მან ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებს შესანიშნავი უწოდა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ პიტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება
„მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. ეს არის ამ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა - ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა“, - დასძინა ბესენტმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში შედგა.