საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა.
კერძოდ, აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.7263 ლარიდან 2.7010 ლარამდე შემცირდა, რაც 2.53 თეთრით გამყარებას ნიშნავს.
ლარი ევროსთან 3.17 თეთრით გამყარდა. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1870 ლარიდან 3.1553 ლარამდე შემცირდა.
გირვანქა სტერლინგის კურსი 3.7034 ლარიდან 3.6660 ლარამდე შემცირდა, რაც 3.74 თეთრის გამყარებაა.
თურქული ლირა კი თითქმის უცვლელი დარჩა – 0.0668 ლარიდან 0.0660 ლარამდე შემცირდა, რაც 0.08 თეთრით გამყარებას უდრის.