ალასკის სასტუმროში მივიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით „СССР“ [სსრკ]. ამის შესახებ რუუსლი მედია წერს.
ჟურნალისტებმა მინისტრი მანქანიდან გადმოსვლისას შენიშნეს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს 11:30 საათზეა დაგეგმილი (თბილისის დროით 23:30 საათზე). პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ კრემლის მეთაურთან ერთად აშშ-ში კიდევ ხუთი რუსი წარმომადგენელი გაფრინდება.