დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში სამშვიდობო მისიის განთავსების გეგმა შეკვეცა. იუწყება გამოცემა The Times .
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის სამხედრო სარდლობამ 30 000-კაციანი კონტინგენტის გაგზავნის იდეაზე უარი თქვა.
ამის ნაცვლად, შეთავაზებულია უფრო „რეალისტური მისია“, რომელიც მოიცავს საჰაერო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერის წვრთნას და შავი ზღვის განაღმვას.
გამოცემის ცნობით, 13 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროკავშირის ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს და ევროპის ქვეყნებს აქვთ გონივრული სამხედრო გეგმები უკრაინაში „მხარდამჭერი ძალების“ განლაგების შესახებ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
სტარმერმა განაცხადა, რომ ტრამპის ძალისხმევამ უკრაინას სამწელიწადნახევრიანი ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შანსი მისცა.
„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამას, მათ შორის, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ „დამხმარე ძალების“ განლაგების შესახებ ჩვენს მიერ უკვე შემუშავებული გეგმების ფარგლებში“, - განაცხადა სტარმერმა.