უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან.
მათ განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, დრონების წარმოებაში ინვესტიციები და სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის შესაძლებლობა.
„კარგი და სასარგებლო შეხვედრა მქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინაციას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, გუშინ, ყველა პარტნიორთან ერთად, დღეს კი ორმხრივ ფორმატში, მან და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს ვლადიმiრ პუტინისა და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ალასკაში შეხვედრის მოლოდინები და სავარაუდო პერსპექტივები.
ასევე, შეხვედრის დროს პოლიტიკოსებმა დეტალურად განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებმაც შეიძლება მშვიდობა ნამდვილად მუდმივი გახადოს, თუ შეერთებული შტატები შეძლებს რუსეთზე ზეწოლას, რათა შეწყვიტოს მკვლელობები და ჩაერთოს რეალურ, მნიშვნელოვან დიპლომატიაში.
„გუშინ, ყველა პარტნიორთან ერთად, ორმხრივ ფორმატში განვიხილეთ ალასკაში გამართული შეხვედრის მოლოდინები და შესაძლო პერსპექტივები.
ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც შეუძლია მსოფლიოს ჭეშმარიტად სტაბილური გახადონ, თუ შეერთებული შტატები შეძლებს რუსეთზე ზეწოლას, რათა მან შეაჩეროს მკვლელობები და ჩაერთოს რეალურ, მნიშვნელოვან დიპლომატიაში.
მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რომლებიც მზად არიან უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის ეფექტური ფორმატების მისაღწევად“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ.
ზელენსკიმ და სტარმერმა ასევე განიხილეს უკრაინის არმიისა და თავდაცვის წარმოების მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელების საკითხი.
„ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, უკრაინა ძლიერი დარჩება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კირთან იარაღის მიწოდების ისეთ გზებზე, როგორიცაა PURL-ის პროგრამა და მე ბრიტანელებს შევთავაზე შემოგვიერთდნენ, - თქვა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განიხილონ.
როგორც ამერიკულმა ტელეარხმა NBC News-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა, რომ ის პუტინთან უკრაინის ტერიტორიების საკითხს არ განიხილავს და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე ისაუბრებს..