რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის მიმართულებით გაშვებული შვიდი დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
დრონების შეტევა იყო ასევე ნიჟეგოროდის ოლქის სამრეწველო ზონაზე, მათ შორის არზამის რაიონში ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, სავარაუდოდ საუბარია არზამის რაიონში მდებარე პლადინის სახელობის ქარხანაზე, რომელიც საავიაციო და კოსმოსურ სფეროში საჭირო აღჭურვილობას აწარმოებს. კიდევ ერთი სამიზნე შესაძლოა, ყოფილიყო ძერჟინსკის სამრეწველო ზონაში მდებარე სამხედრო საწარმოები.