ტელეკომპანია Al Jazeera -ს ხუთი თანამშრომელი დაიღუპა ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
ტელეარხი ამტკიცებს, რომ 10 აგვისტოს საღამოს ისრაელის არმიამ მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა კარავზე, სადაც მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კარავი ალ-შიფას საავადმყოფოს მთავარ კარიბჭესთან მდებარეობდა.
დაღუპულთა შორის არის ტელეარხის 28 წლის კორესპონდენტი ანას ალ-შარიფი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს თავდასხმა და განაცხადეს, რომ ანას ალ-შარიფი ტერორისტი იყო, რომელიც თავს ჟურნალისტად ასაღებდა.
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ის ჰამასის უჯრედს ხელმძღვანელობდა და ისრაელზე სარაკეტო თავდასხმებს გეგმავდა.
Al Jazeera -ს ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ შვიდი ადამიანი დაიღუპა.