რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს, რომელსაც თავი ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰგონია, უთხარით, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ძალიან სახიფათო ტერიტორიაში შედის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"არ მადარდებს, თუ რას გააკეთებს ინდოეთი რუსეთთან ერთად. მათ შეუძლიათ, თავიანთი მკვდარი ეკონომიკები თან გადაიყოლონ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ცოტა ბიზნეს საქმიანობა გვაქვს ინდოეთთან, მათი ტარიფები ზედმეტად მაღალია, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში.
მსგავსად, რუსეთსა და აშშ-ს თითქმის არანაირი ბიზნეს საქმიანობა აკავშირებთ, მოდი, ასეც დარჩეს და რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს, რომელსაც თავი ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰგონია, უთხარით, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ძალიან სახიფათო ტერიტორიაში შედის!" - წერს ტრამპი.
გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ელი აგვისტოდან ინდოეთს ტარიფებსა და ჯარიმას დაუწესებს.