აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ინდოეთს 1-ელი აგვისტოდან 25%-იან ტარიფებსა ჯარიმას დაუწესებს.
ტრამპის თქმით, მათ აქვთ ყველაზე ხისტი არაფულადი სავაჭრო ბარიერები ყველა ქვეყანასთან შედარებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან მცირე რაოდენობით ვაწარმოებდით ბიზნესს მათთგან მათი ტარიფების გამო, რადგან ისინი ძალიან მაღალია, მსოფლიოში ყველაზე მაღალი. მათ აქვთ ყველაზე ხისტი და ამაზრზენი არაფულადი სავაჭრო ბარიერები ყველა ქვეყანასთან შედარებით. ამასთან, ისინი თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის უმეტესობას ყოველთვის რუსეთისგან ყიდულობდნენ და ჩინეთთან ერთად რუსული ენერგიის უმსხვილესი მყიდველები არიან იმ დროს, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობა შეწყვიტოს - ეს ყველაფერი კარგი არ არის! შესაბამისად, ინდოეთი პირველი აგვისტოდან 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, პლუს ჯარიმას ზემოხსენებულისთვის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.