უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რიგ კანონებს, რომლებიც ივლისში დეპუტატებმა რადაში მიიღეს.
მათ შორის არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის კონტრაქტით სამხედრო სამსახურის უფლებას.
მედიის თანახმად, ეს გამოცდილ პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, დაეხმარონ არმიას არასაბრძოლო და სპეციალიზებულ პოზიციებზე.
ამასთან, ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი ანაზღაურების გადახდას უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტრუქტორებისა და პედაგოგებისთვის და მათი სტრუქტურული დანაყოფებისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უნივერსიტეტებში მედიცინისა და ფარმაციის სტუდენტებისთვის სავალდებულო საოფიცრო მომზადების აღდგენას ითვალისწინებს.