აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით“ ნერგავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, პაპუაშვილი მომღერალ ზაზა ნოზაძის ვიდეოკლიპს აზიარებს.
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით“ ნერგავენ. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული „ენჯეოების“ და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა – კოდური სიტყვები, რომლებიც „დიფ სთეითის“ აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს – „რუსეთუმე“, „პრორუსული“, „რუსული ჩარევა“, თუმცა სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც წლების წინ ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის „ლიბერალმა ზაზებმა“ ამხილეს“, – წერს პაპუაშვილი.