უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ განცხადებას ეხმიანება.
„მკაფიო პოზიცია და გამოხატული გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტისგან სწორ დროს, როდესაც ბევრი რამ შეიძლება, შეიცვალოს ძალის მეშვეობით ნამდვილი მშვიდობისთვის. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს სიცოცხლეების გადარჩენისა და ამ საშინელი ომის შეჩერების ერთგულებისთვის.
უკრაინა რჩება ერთგული მშვიდობისადმი და დაუღალავად იმუშავებს აშშ-თან ერთად, რათა ჩვენი ორივე ქვეყანა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული გახდეს“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ვლადიმირ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებს.