ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, Or Tor Kor -ის ბაზარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ბანგკოკის პოლიციის კომისრის მოადგილის, ჩარინ გოპატას თქმით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ტაილანდური მედიის ცნობით, მოკლულები არიან დაცვის თანამშრომლები და ბაზრის გამყიდველი ქალი.
მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც სავარაუდო თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით ხელშია აღბეჭდილი.