150 მილიონი დოლარის "შეკრება - შეგროვება" დაევალა ირაკლი ქარსელაძეს - ბიძინასთვის, თავის ყოფილ სამინისტროში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“150 მილიონი დოლარის "შეკრება - შეგროვება" დაევალა ირაკლი ქარსელაძეს - ბიძინასთვის, თავის ყოფილ სამინისტროში.
მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ა.შ.
"ოფშიაკისთვის" ფულის აგროვება დაწყებულია და თუ იურჩებენ, ამისთვის საგამოძიებოები და მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც მზადყოფნაშია.
ტყუილად მოთქვამთ და წუწუნებთ - ან "ქეშს" დაუთრევთ ივანიშვილს ან,
ან გზები იცით, სადაც მიდის." - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში