მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გუნტერ კრიხბაუმთან, ევროპის საქმეებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გუნტერ კრიხბაუმთან, ევროპის საქმეებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან. მან ქართველი ხალხისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას - მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული გზის დაცვა”, - წერს ზურაბიშვილი.