“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის. ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქართველი ხალხისთვის არა, მხოლოდ ივანიშვილისთვის.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
“ვინც კომენტარს უყურებთ ახლა და გამოიწერეთ რაღაც 300 ლარზე მეტი, აუცილებლად დაიბეგრებით და ბიძინამ 100 200 მილიონი კი არა ნახევარი მილიარდის ნახატები შემოიტანა ისე, რომ ერთი ლარი არ გადაუხდია. აბა ერთი წამით დაფიქრდით, თქვენ რომ 300 ლარზე მეტი შემოიტანოთ დაიბეგრებით, მაგრამ ბიძინა ნახევარი მილიარდს შემოიტანს და თეთრს არ გადაიხდის, ამასობაში გვაჩვენებენ, რომ იმპორტი გაიზარდა, ეკონომიკა ყვავის, ვაჭრობა გვაქვს, მაგრამ უკაცრავად და რის ხარჯზე გაიზარდა ეს? იმის გამო ხომ არ გაიზარდა, რომ ბიძინამ 400 მილიონ კარზე უფრო მეტის ნახატები შემოიტანა ბიძინამ? თუ ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ იმპორტი გაზარდა ივანიშვილის მიერ შემოტანილმა ნახატებმა. უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილმა ორი კურდღელი დაიჭირა ნახატები შემოიტანა და ხალხს აჩვენებს, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქართველი ხალხისთვის არა და ივანიშვილისთვის ნამდვილად ყვავის.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.