"ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც ფაქტობრივად აკრძალულია ამ ქვეყანაში, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, "ოცნებაში" "ერთმანეთს დაერივნენ და ახლა ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, ყოფილი სუს-ის უფროსებიც და ყოფილი შს მინისტრიც".
"ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც ფაქტობრივად აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. კი - ყველაფერს იზამს, თქვენ არაფერ არ გაგიკვირდეთ.
ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა, ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, ყოფილი სუს-ის უფროსებიც, შს მინისტრიც, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა გამოიყენოს ხალხმა, იმიტომ, რომ შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, ეგენი გონზე კიდევ კაიხანს ვერ მოვლენ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა," - განაცხადა ხაბეიშვილმა.