თქვენი ხელმძღვანელობა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საქართველო უკრაინის გვერდით დგას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„თქვენი ხელმძღვანელობა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საქართველო უკრაინის გვერდით დგას - თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის“, - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ 262 ხმით, იულია სვირიდენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.