საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„სინდისის პატიმრები, უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები უნდა გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს“, - წერს ზურაბიშვილი.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ პოსტს „ფეისბუქზე" აქვეყნებს და სვამს კითხვას, კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ", რომ „ოცნების" უკანასკნელმა მოჰიკანებმა თვალი გაახილონ?".
„როცა პოლიცია ზომიერებისა და თავშეკავების ნაცვლად, გადადის თავნებობაზე რიგითი მოქალაქის მიმართ, როცა კრიმინალები თარეშობენ ქუჩებში, პრემიერი ინსტიტუციის განცდას კარგავს და თავის მეგობრებზე და არა ხელისუფლებაზე გვესაუბრება, როცა მოსამართლე ადვოკატს რეპლიკის უფლებას ართმევს, როცა… როცა …. კითხვა ისმის: კიდევ რას ველოდოთ ამათი ჩამოშლის გზაზე? ან კიდევ რა უნდა მოიმოქმედონ იმისათვის, რომ „ოცნების" უკანასკნელმა მოჰიკანებმა თვალი გაახილონ?",- წერს ზურაბიშვილი.