სურს, ამ ქალს [მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი] არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს, მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში საქართველოზე დებატების დროს განაცხადა.
ევროპარალამენტარის თქმით, ასევე “მკაცრი სანქციებია საჭირო მათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას“ ახდენს.
“გასულ თვეს მისიით ვიყავი საქართველოში და არ შეიძლება რუსულ ჩარევაზე ლაპარაკობდეთ, ეს რუსული სისტემის, რუსული რეჟიმის კოპირებაა. როდესაც ვიქტორ ორბანისა და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ხმები მესმის, რომლებიც აქ ლაპარაკობენ, რომლებსაც პუტინის მხარდაჭერა აქვთ და რომლებსაც სურთ, რომ ახალგაზრდა ქართველები მარტოდ იყვნენ მიტოვებულები რუსეთისთვის გადასაცემად, ნათლად უნდა ითქვას: “თქვენ კრემლსა და პუტინზე მუშაობთ”...
ქართველებს ვეტყვი: “თქვენთან ვართ, გვერდში გიდგავართ, თქვენს ბრძოლას ვხედავთ”. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მათ, ვინც განადგურებენ. ვხედავთ რეჟიმის ოფიციალურ პირებს, როგორიცაა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. ის საქართველოს რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს, მათე დევიძეს, პატიმრობის ოთხ წელიწად-ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. ეს რეალობაა საქართველოში.
მსურს, რომ ამ ქალს თავისი არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს. მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა. მკაცრი სანქციები გვჭირდება იმათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენენ”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ.