ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ყველა ის ძალა, რომელიც აღარ იქნება წინააღმდეგობაში და ბრძოლიდან გამოვა, შეუძლებელია, აღქმული იყოს ჩვენს მოკავშირედ და პარტნიორად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოჩნდა, რომ „ლელოს“ ჰქონდა გადაწყვეტილი ეღალატა პროტესტისთვის, პოლიტპატიმრებისთვის, წინააღმდეგობისთვის და გადასულიყო ბიძინა ივანიშვილის მხარეს.
„ლელოს“ გადაწყვეტილი ჰქონდა, ეღალატა პროტესტისთვის, პოლიტპატიმრებისთვის, წინააღმდეგობისთვის და გადასულიყო ივანიშვილის მხარეს, იმიტომ რომ ივანიშვილის სისტემის ნორმალიზება, საერთაშორისო წნეხის შემცირება შეიძლება, იყოს ნებისმიერი ძალის ერთადერთი მიზანი, რომელიც ამ ფარსში, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, „ლელოს“ გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისი თანამშრომლობა შეუძლებელია.
„შეუძლებელია, ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში, წინააღმდეგობას ვაგრძელებთ, ყველა ის ძალა, რომელიც აღარ იქნება წინააღმდეგობაში და ბრძოლიდან გამოვა, შეუძლებელია, აღქმული იქნეს ჩვენს მოკავშირედ და პარტნიორად“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილი.