სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს, ქრთამის აღებასა და ბიზნეს საქმიანობაში უკანონო მონაწილეობაში ბრალი წაუყენეს. სარგსიანის საქმეს ანტიკორუფციული კომიტეტი იძიებს.
გამოძიების თანახმად, 2000 წლიდან 2018 წლამდე სარგსიანი, რომელიც სომხეთის თავდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობებს იკავებდა, სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია.
ამავდროულად, იგი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაში სანდო პირების მეშვეობით კომერციული კომპანიების შესაქმნელად და მათ მართვაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიების წილები მოგვიანებით ქრთამის სახით გაიცა.