აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი, მოსკოვის ბოლო განცხადებებს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ორუელისეულს უწოდებს. მისი განცხადებით, მოლაპარაკებებს არა აშშ ან უკრაინა, არამედ რუსეთი აფერხებს. ამის შესახებ კელოგმა X-ზე დაწერა.
მიკრობლოგ X-ში კელოგმა გამოაქვეყნა პასუხი კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკებების ტემპი დამოკიდებულია უკრაინის პოზიციასა და ამერიკული შუამავლობის ეფექტურობაზე. კელოგის თქმით, რუსეთის მტკიცება, თითქოს მოლაპარაკებებს აშშ და უკრაინა აფერხებენ, უსაფუძვლოა.
„პესკოვის ბოლო განცხადებები მოლაპარაკებების მდგომარეობის შესახებ ორუელისეულია. რუსეთის მტკიცება, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს აშშ და უკრაინა აფერხებენ, უსაფუძვლოა.პრეზიდენტი ტრამპი თანმიმდევრული და ურყევი იყო ომის დასრულებისკენ პროგრესის მიღწევის საკითხში.ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ და სამმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლისკენ ომის დასასრულებლად.
რუსეთმა ვერ უნდა გააგრძელოს დროის გაწელვა, მაშინ, როცა ის უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს,“ - განაცხადა კელოგმა.