დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ლებედევი აცხადებს, რომ არ არის გამორცხული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დსთ-ში გაწევრიანდნენ.
სერგეი ლებედევის განმარტებით, ეს იმ შემტხვევაში მოხდება თუ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დსთ-ში გაწევრიანებაზე თანხმობას დსთ-ს ყველა წევრი ქვეყანა განაცხადებს.
"დღეს მართალია ამაზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთის მიერაა აღიარებული, თუმცა როდესაც ეს აღიარება მოხდება შესაძლო იქნება უკვე იმაზე საუბრის დაწყება, რომ ეს ორი ქვეყანა დსთ-ში გაწევრიანდეს. რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ დსთ-ს ყველა წევრი ქვეყანა ამაზე თანახმა იქნება",_ განაცხადა დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი ლებედევმა.