სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეტაკება არ იქნება და სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო ქრისტიანული წესით გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს.
მისივე თქმით, აშაკარაა, თუ რატომ იმალება სომეხთა კათოლიკოს პატრიარქი სამართალდამცველებისგან.
„აშკარა გახდა, თუ ვინ იწვევდა შეტაკებებს დედაეკლესიაში. იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდამცავები პროვოკაციებს არ აჰყვნენ, მათ ერთმანეთთან ჩხუბი დაიწყეს. არანაირი შეტაკება არ იქნება. სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო ქრისტიანული წესით გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს, დედაეკლესიას და წმინდა საყდარს მის უწმინდესობას გადასცემს. აშკარაა, თუ რატომ იმალება ის სამართალდამცავებისგან. თუ სასამართლო ერთ ან ორთვიან პატიმრობას დააკისრებს, როგორ იცხოვრებს „წმინდანი“ ცოლის გარეშე?“ – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.