აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში „ყალბი“ უწოდა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულ დარტყმებს არ გაუნადგურებია მისი ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები და მხოლოდ, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით შეაფერხა .
ტრამპმა კატეგორიულად უარყო CNN-ისა და NYT-ის ცნობები, რომ დაზვერვის შეფასებით, ირანზე თავდასხმებმა ბირთვული ობიექტები არ გაანადგურა.
მან ამ ინფორმაციებს „ყალბი“ უწოდა.
მისი აზრით, მედია „გაერთიანდა“ „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის დამცირების“ მიზნით.
„ყალბი ამბების შესახებ CNN-ი წარუმატებელ New York Times-თან ერთად, გაერთიანდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის დამცირების მიზნით. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია! საზოგადოება აკრიტიკებს როგორც Times-ს, ასევე CNN-ს!“- წერს ტრამპი.
ცნობისათვის, CNN აშშ-ის დაზვერვის პირველად მონაცემებზე ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ს მიერ მიტანილ სამხედრო იერიშებს ირანის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და ამან, სავარაუდოდ, პროგრამის მხოლოდ რამდენიმე თვით შეფერხება გამოიწვია.