ისრაელი დღეს თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა, იქ საბჭოთა კავშირიდან ჩასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მოსკოვი ამას ითვალისწინებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ისრაელში ყოფილი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციიდან თითქმის 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
დღეს ის თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებთ თანამედროვე რუსეთის ისტორიაში“, - განაცხადა პუტინმა.