ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის სასწრაფო ევაკუაციის გაფრთხილება გაავრცელა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფება, ან შეიძლება აღმოჩნდეს სამხედრო დანიშნულების ქარხნებთან, ან მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სიახლოვეს, სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს ტერიტორია და არ დაბრუნდეს მანამდე, ვიდრე უსაფრთხოების შესახებ ახალი შეტყობინება არ გავრცელდება.
„თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ამ ობიექტების ტერიტორია და არ დაბრუნდეთ შემდგომ შეტყობინებამდე. ამ ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.