უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 15 ივნისის ღამეს რუსებმა უკრაინას 194 საჰაერო თავდასხმის იარაღით შეუტია - 167 განეიტრალდა: 119 ჩამოაგდეს, კიდევ 48 დაიკარგა
ჩამოგდებულ სამიზნეებს შორის იყო 111 დრონი, ორი „კინჟალი“, სამი „ისკანდერო“ და სამი „კალიბრი“.
კერძოდ, რუსეთმა იერიში მიიტანა 183 „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატითა და დრონებით, ორი „კინჟალის“ ტიპის და ერთი „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტით, 4 „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით და 4 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით.
სამხედროები აკონკრეტებენ, რომ შეტევის ძირითადი მიმართულება პოლტავის ოლქი, კრემენჩუგის ქალაქია.
კრემენჩუგის 6 ლოკაციაზე ნა,სხვრევები ჩაცვივდა.