რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, გონივრულად იმოქმედონ და განაგრძონ დიალოგი.
„მსგავს დელიკატურ მომენტში მსურს პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ გავიმეორო. ბირთვული საფრთხეებისგან თავისუფალი უსაფრთხო სამყაროს შექმნისკენ სწრაფვა გულწრფელი დიალოგის გზით უნდა მოხდეს, რათა სამართლიანობაზე, ძმობასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა შეიქმნას“, - განაცხადა რომის პაპმა.
პაპის თქმით, არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას.
"ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზების ძიება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.