განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, - ამის შესახებ კახა კალაძემ განცხადა.
„კატეგორიულად მიუღებელია რასაც ვხედავთ, ვისმენთ, ეს მიზანმიმართული ქმედებებია. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხისადმი, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ ერთმანეთს ფიზიკურად გავუსწორდეთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, პოლიტიკოსები ვართ, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.