საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ გეგმავს ქვეყანაში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელის გამოყენება აკრძალავს, თუ ასეთ ზომას ევროკავშირი არ მიიღებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია France 2-ის ეთერში, ქალაქ ნოჟან სურ მარში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც მოსწავლე სკოლის თანამშრომელს დანით დაესხა თავს.
მისი თქმით, ევროკავშირმა მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში უნდა მიიღოს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამას გავაკეთებთ საფრანგეთში. ჩვენ ვერ დაველოდებით", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
10 ივნისს, დილით, ქალაქ ნოჟან-სურ-მარში, 14 წლის მოსწავლე სკოლის თანამშრომელს დანით დაესხა თავს. შემთხვევა სკოლის შესასვლელთან ჩანთის შემოწმების დროს მოხდა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ქალი რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.
მოზარდი დაკავებულია. თავდასხმის მოტივები უცნობია.