მიუნხენში ქალმა დანით რამდენიმე გამვლელი დაჭრა, შემდეგ კი დაკავებისას დაიჭრა, და საავადმყოფოში დაიღუპა. ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.
ინციდენტი შაბათს მიუნხენის ცენტრში, ტერეზიენვიზეს მდელოზე მოხდა, რომელიც ხშირად გამოიყენება საჯარო ღონისძიებებისთვის, მათ შორის ოქტობერფესტისთვის.
30 წლის ქალი გამვლელებს დანით დაესხა თავს და რამდენიმე ადამიანი დაჭრა.
პოლიციამ დაკავების დროს მას ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი თავდაპირველად ვესტენდშტრასეზე გამვლელს დაესხა თავს, რის შემდეგაც შმანთალეგჰოჰეში გადავიდა და იქვე კიდევ ერთი ქალი დაჭრა. თავდაპირველად პოლიციამ ძალის გამოყენების გარეშე სცადა მასთან მიახლოება, თუმცა ქალი დანას იქნევდა და სამართალდამცველებს ემუქრებოდა.
უცნობია, იცნობდა თუ არა თავდამსხმელი დაჭრილებს. სხვა დეტალები არ ვრცელდება.