უკრაინა და პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ თავდაცვითი წარმოების მექანიზმის შექმნაზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
უმეროვის თქმით, ახალი ფორმატის შექმნის იდეა დასავლურ ქვეყნებს ეკუთვნის, რომლებმაც დახმარება შესთავაზეს უკრაინული თავდაცვის კომპანიების საკუთრებაში არსებული ახალი თავდაცვის წარმოების ობიექტის მშენებლობაში.
„პარტნიორებმა მომმართეს კითხვით, შეეძლოთ თუ არა უკრაინულ კომპანიებს თავიანთ ქვეყნებში წარმოების ობიექტების აშენება უახლესი პროდუქციის წარმოებისთვის.
„ჩვენი პარტნიორები მზად არიან სრულად დაფარონ წარმოების ხარჯები და პროდუქცია უკრაინაში გაიგზავნება მანამდე, ვიდრე ომი გაგრძელდება“, - განმარტა მან.
განხილვის დროს, უმეროვის განმარტებით, ეს ინიციატივა გაფართოვდა და ახლა საუბარი ორმხრივ ინვესტიციებზეა.
„ამ ინიციატივის ფარგლებში, უკრაინელ მწარმოებლებს შეუძლიათ ინვესტიციების განხორციელება პარტნიორ სახელმწიფოებში, ხოლო პარტნიორი სახელმწიფოების კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი მეგაქარხნების აშენება უკრაინაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამჟამად, ეს არის ახალი იდეა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
„ამ ინიციატივას ოფიციალური სახელი არ აქვს, ჩვენ მას რამშტაინის თავდაცვითი წარმოების ინიციატივას ვუწოდებთ, მაგრამ ეს სტრატეგიული ცვლილებაა“, - თქვა უმეროვმა.