აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელფონით ესაუბრა და უკრაინის საკითხი განიხილა.
მისი შეფასებით, ეს იყო კარგი საუბარი, თუმცა არა ისეთი, რომელიც „დაუყოვნებლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს“.
"ახლახან დავასრულე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით ლაპარაკი. ზარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. განვიხილეთ რუსეთს გაჩერებულ თვითმფრინავებზე უკრაინის თავდასხმა და სხვა ორივე მხარის მიერ მიტანილი იერიშები. კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მყისიერ მშვიდობამდე მიგვიყვანს." - წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, პუტინმა მას "ძალიან მტკიცედ" უთხრა, რომ რუსეთს აეროდრომებზე უკრაინის იერიშზე პასუხის გაცემა მოუწევს.
"პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მტკიცედ განაცხადა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმაზე რეაგირება“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინმა ასევე ირანის საკითხზე ისაუბრა.
"პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ირანის ბირთვული იარაღი ვერ ექნება და ამის შესახებ, მჯერა, რომ ვთანხმდებით. პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება და რომ მან შესაძლოა, დახმარება გაუწიოს ამის სწრაფ მოგვარებას. პუტინმა შემომთავაზა, რომ მონაწილეობას მიიღებდა ირანთან მოლაპარაკებებში და შესაძლოა, ის შეძლებდა დახმარებას ამ საკითხის სწრაფად დასრულებაში. ჩემი აზრით, ირანი ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს და ჩვენ ძალიან მოკლე დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი“, – წერს ტრამპი.