რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ არ შეწყვიტონ ცეცხლი და ომი გააგრძელონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი წერს.
ერმაკის თქმით, მნიშვნელოვანია ახალი სანქციები.
„რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ არ შეწყვიტონ ცეცხლი და ომი გააგრძელონ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სანქციები. რაციონალურობა არ არის ის, რაც რუსეთს შეესაბამება“, – წერს ერმაკი.
რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით თავისი მემორანდუმის ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩამოთვლილ პირობებს შორის არის ყირიმის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენელ ნაწილად საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარებაა.