რუსეთი უკრაინისთვის მეტი ტანჯვისა და ნგრევის მიყენებას ცდილობს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
„გუშინდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინისთვის მეტი ტანჯვისა და ნგრევის მიყენებას ცდილობს. საშინელებაა ბავშვების დანახვა უდანაშაულო მსხვერპლთა, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის. ჩემი ფიქრები დღეს მათ ოჯახებთანაა. ჩვენ გვჭირდება ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა ეს ომი დასრულდეს“, - წერს კალასი უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შესახებ
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს იფორმაციით, 25 მაისის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშისას შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.
მისი თქმით, იერიშის შედეგად უკრაინის 13 რეგიონი დაზარალდა: ქალაქი კიევი, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმისა და პოლტავის ოლქები.