ნიდერლანდები უკრაინაში თავის ბოლო, 24-ე, F-16 გამანადგურებელს ორშაბათს, 26 მაისს გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა. იუწყება WNL.
„ეს ნიშნავს, რომ 24-ვე დაპირებული გამანადგურებელი მალე უკრაინაში იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
ბრეკელმანსმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე თავდასხმებით აჩვენებს, რომ მას არ აქვს განზრახვა სერიოზულად განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.
„ჩვენ ასევე ვამზადებთ პილოტებსა და ტექნიკოსებს და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს სამხედრო დოქტრინებს, რათა უკრაინამ შეძლოს თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა, რომლებიც ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან შესაბამისობაში იქნება“, - რუბენ ბრეკელმანსმა.