ფინეთში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპულია ორივე ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ERR-ის თანახმად, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხუთივე მგზავრი დაიღუპა, თუმცა ფინეთის პოლიციის ცნობით, მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
ორივე ვერტმფრენი ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან ფინეთის ქალაქ კოკემაკისკენ მიფრინავდა. ბორტზე ბიზნესმენები იმყოფებოდნენ.
ფინური მედია თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ კატასტროფამდე ვერტმფრენები მანევრებს ასრულებდნენ. დაწყებულია მოკვლევა.