ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა.
მანამდე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქაშვეთის ტაძართან შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მეუფემ ქადაგების შემდეგ სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა.