პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია კრემლის მეთაური ვლადიმირ პუტინი ადგილზე მოსვას, ჩინეთია.
„რუსეთი ახლა ჩინეთის ეკონომიკური ვასალია“, - თქვა მან.
სიკორსკი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და „პუტინის ადგილზე მოსმა“, ჩინეთია.
ამიტომ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ ჩინეთი სავაჭრო ემბარგოს დაწესებით დაემუქრება, რუსეთი იძულებული იქნება, შეასრულოს ეს ვალდებულება.
„თუმცა, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოა“, - აღნიშნა სიკორსკიმ.