რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ბრძოლით დაიღალა“ და შეთანხმებების მიღწევას ცდილობს. ის მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინს მშვიდობის მიღწევის გზაზე მთავარ დაბრკოლებად, ტრამპმა თავი აარიდა მის დადანაშაულებას და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკზე განაცხადა, რომ მას კოზირები არ აქვს
„მისმინეთ, ზელენსკისთან საკმაოდ რთული საუბარი მქონდა, რადგან არ მომეწონა მისი ნათქვამი. მან კი საქმე არ გამიადვილა. მე ყოველთვის ვამბობდი: მას არ აქვს კოზირები და ნამდვილად არ აქვს. ვფიქრობ, ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია. ჩემზე ბევრად უკეთესიც კი. ის ვაშინგტონში ჩამოდის და ყოველ ჯერზე 100 მილიონი დოლარით უკან მიდის. ახლა მისი შესაძლებლობები ასეთი აღარ არის“ “, - თქვა ტრამპმა.
წანყვანმა შეახსენა, რომ ტრამპმა პუტინს საჯაროდ მიმართა სოციალურ ქსელ „Truth Social“-ში და დაწერა „ვლადიმირ, შეჩერდი“.
თუმცა, ამერიკის პრეზიდენტმა პუტინის კრიტიკას თავი ისევ აარიდა და აღნიშნა, რომ მას მოლაპარაკებები სურს და ომით დაიღალა:
„პუტინი ამ ყველაფრით დაღლილია. ის ახლა დიდად კარგად არ გამოიყურება. და მას სურს, რომ კარგად გამოიყურებოდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო.
იმ ტანკებთან ერთად ტალახში რომ არ ჩაფლულიყო, ისინი ხუთ საათში კიევში იქნებოდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.
გარდა ამისა, ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მას შეუძლია.
„პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ“, - თქვა მან.
ამავდროულად, მან რუსეთს სანქციების დაწესებით დაემუქრა, თუ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების დადებას არ დათანხმდება.
კერძოდ, საუბარია სანქციებზე ნავთობზე და მათზე, ვინც მას ყიდულობს თუმცა, ეს უკიდურესი ზომა იქნება.
„საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ. მაგრამ არ მინდა. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მე ამას გავაკეთებ. ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნებოდა, რადგან მათ ეკონომიკური პრობლემები აქვთ. ნავთობის ფასები დაბალია. ეს შეცვლის ვითარებას“, - თქვა ტრამპმა.