2022 წლის შემდეგ უკრაინასთან პირველ პირდაპირ მოლაპარაკებებზე რუსულმა მხარემ კიევს ომის დასრულების შესახებ არარეალისტური მოთხოვნები წაუყენა.
როგორც The Guardian იტყობინება, ამის შესახებ Reuters-ი უკრაინულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, სტამბოლში მოსკოვის მოთხოვნები არარეალისტურია და „გაცილებით აღემატება იმას, რაც ოდესმე განხილულა“.
წყაროს ცნობით, რუსეთის ზოგიერთ მოთხოვნაში შედიოდა უკრაინის ჯარების გაყვანა მისი ტერიტორიიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსასრულებლად.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ციტა ხნის წინ დასრულდა.
უკრაინას წარმოადგენდნენ თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეები და სხვა ოფიციალური პირები.
რუსეთის დელეგაციას ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა. მის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მოადგილეები და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი.
მოლარაპარაკებები თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
უკრაინული მხარე რუსებთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობდა.