უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. იუწყება რუსული მედია.
„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დირექტორატის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე თორნიკე გოგუაძისთვის სასჯელის (დაუსწრებლად) მისასჯელად. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სასამართლომ გოგუაძეს (დაუსწრებლად) 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თორნიკე გოგუაძე უკრაინაში მოხალისედ პუტინის ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. მანამდე ის დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა.